მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისური ბროწეულები 2025" იწყება

თბილისური ბროწეულები 2025
25.09.25 10:10
664

დღეს, 25 სექტემბერს იწყება "თბილისური ბროწეულები 2025", რომელიც არის კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი და იგი ეძღვნება რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის მემკვიდრეობას. ფესტივალს რიგით მეორედ სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი მასპინძლობს. წლევანდელი პროგრამა მრავალფეროვანია – მაყურებელი იხილავს მონოსპექტაკლებს, კამერულ დადგმებსა და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებს.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს 9 ქვეყნის წარმომადგენელი: ისრაელი, ამერიკა, ლიეტუვა, რუმინეთი, უნგრეთი, გერმანია, უკრაინა, ესპანეთი და საქართველო. გარდა წარმოდგენებისა, ფესტივალი ელოდება საპატიო სტუმრებს - დრამატურგებს, პროდიუსერებს, მკვლევარებს და თეატრის სხვა მუშაკებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ღონისძიება გაიხსნება ახმეტელის თეატრის სპექტაკლით „აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი“, რომელიც ფარაჯანოვის სცენარის მიხედვით არის შექმნილი.

თბილისური ბროწეულების 2025 უამრავ გამორჩეულ სტუმარს მიიღებს, მათ შორის არის ოსკარას კორშუნოვასი - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე ევროპელი რეჟისორი, რომლის შემოქმედება გამოირჩევა კლასიკური ტექსტების ახლებური ინტერპრეტაციითა და სოციალური აქტუალობით. მისი დადგმები მუდმივად აერთიანებს ინტელექტუალურ სიღრმესა და თეატრალური ფორმის ინოვაციურ ძიებას. ასევე, აღსანიშნავია რაინერ ბერი (გერმანია) – ლეგენდარული ქორეოგრაფის, პინა ბაუშის თეატრის მოცეკვავე, რომლის ხელწერაც სხეულის პლასტიკასა და დრამატურგიას აერთიანებს. მისი წარმოდგენები აჩვენებს ქორეოგრაფიული თეატრის ძალას, როგორც ემოციური და ფილოსოფიური გამოხატვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფორმას.

ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ისეთი მნიშვნელოვანი ხელოვანები, როგორებიც არიან ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ჰეზერ მესი, ესპანელი ცეკვის შემოქმედი ხოსე ანტონიო ლუსია, ისრაელელი მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი შარონ სტარკი და სხვა.

ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია, ბაზისბანკი, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია, ბილეთები.ჯი, ისრაელის სახლი, ისრაელის საელჩო საქართველოში, სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ეუროფიან ვილიჯი, რესტორანი კრუიზი, სასტუმრო ეპიზოდი, სასტუმრო მერკური - თბილისი, საბურთალო, საინჟინრო კომპანია მეფსტერი, ჰინდრო ჯგუფი, ანასეული, ბლუტაბლა, მაჯესტა, კოსმო, მეამა და პიცერია პაცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები