თბილისური ბროწეულები 2025 – კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ეძღვნება რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის მემკვიდრეობას. ფესტივალს რიგით მეორედ სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი მასპინძლობს. წლევანდელი პროგრამა მრავალფეროვანია – მაყურებელი იხილავს მონოსპექტაკლებს, კამერულ დადგმებსა და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებს. ღონისძიება გაიხსნება ახმეტელის თეატრის სპექტაკლით „აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი“ , რომელიც ფარაჯანოვის სცენარის მიხედვით არის შექმნილი, რომელიც მთავარი მხარდამჭერიც კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია გახლავთ. თბილისური ბროწეულები 2025 დღეიდან 25 სექტემბრიდან იწყება და 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.


































