თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა "თბილსერვის ჯგუფმა" 9.2 მილიონი ლარის ღირებულების ორი ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც 23 ერთეული ახალი ნაგავმზიდის შეძენა იგეგმება.
აქედან 4.7 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერით იგეგმება 11 ერთეული ნაგავმზიდის შეძენა, რომელთა ტევადობაც 23 კუბური მეტრია, ხოლო 4.5 მილიონი ლარის ტენდერით კი 12 ერთეული 15 კუბური მეტრის მოცულობის ნაგავმზიდის შეძენა მოხდება.
"პრეტენდენტს 2021 წლის პირველი იანვრიდან, ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს მიწოდებული არანაკლებ 12 (თორმეტი) ერთეული ნაგავმზიდი ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში ან/და საქართველოს ტერიტორიაზე,"- ნათქვამია ტენდერის აღწერაში.
კომპანიებს წინადადებების წარდგენა 9 მარტამდე შეეძლებათ.


























