"თბილსერვის ჯგუფი" მიმდინარე ზამთრის სეზონისთვის, გზებისთვის 1000 ტონა ტექნიკური მარილის შესყიდვის მიზნით აუქციონის გარეშე ტენდერს აცხადებს. როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განაცხადშია მითითებული, წინადადებების მიღება 6 დეკემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 310 000 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საქონლის მოწოდება განხორციელდება მოთხოვნის შესაბამისად 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 14 კალენდარულ დღეში შემსყიდველის მხრიდან მოთხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს არაუგვიანეს 2025 წლის 15 მარტისა.