"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების გადამზადება 35 ათასი ლარი ჯდება
მეგი კავთუაშვილი
21.04.18 17:04
• 1053
"თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების სპეციალურ სასწავლო კურსებს გაივლიან, რაც მერიის საკუთრებაში არსებულ შპს-ს 35 ათასი ლარი დაუჯდება. აღნიშნული თანხით ელექტროტექნიკური პერსონალისათვის (210 ადამიანი) უსაფრთხოების ტექნიკის წესების სწავლების პროგრამა, ტექნიკური ექსპლუატაციის წესების სწავლების პროგრამა დაფინანსდება. 60 მძღოლი და 270 ამწე–მანქანების საკიდელაში მომუშავე ადამიანი, უსაფრთხოების ტექნიკის წესების სწავლებას გაივლის. კიდევ ერთი სასწავლო კურსი, რასაც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები გაივლიან, დაზარალებულის პირველადი დახმარების წესების სწავლების პროგრამაა.