მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილსერვისი" 869 ავტომობილს იყენებს, რაც ბევრია და მათი მოვლა-შენახვისთვის ფული არარაციონალურად იხარჯება - აუდიტი

ჯგუფ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის შედეგად სატრანსპორტო საშუალებების მართვის ხარვეზები გამოვლინდა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, "თბილსერვისი" იყენებს 869 ერთეულ მსუბუქ და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებას, რაც არაგონივრულად მაღალია და მათი მოვლა-შენახვისთვის კომპანიის ფულადი სახსრები არარაციონალურად იხარჯება.

ამასთანავე, შპს-ს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.

აუდიტის თანახმად, მუნიციპალურ შპს-ში ასევე გაუმართავია დასუფთავების თანამშრომელთა საველე პირობებში გამოცხადების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა - "თბილსერვისმა" არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები აღრიცხვის ელექტრონული სისტემის სრულად ფუნქციონირებისათვის.