მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბოსადგურები ტარიფის ყოველთვიურ კორექტირებას ითხოვენ

5a37d09dd122e
დავით ჯალაღონია
18.12.17 18:28
794
თბოსადგურები მათი წარმოების ტარიფის ყოველთვიურ კორექტირებას ითხოვენ. როგორც დღეს სემეკში გამართული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, კომპანიებისთვის ერთნაირად პრობლემაა როგორც კურსის ვარდნა, ასევე - გამყარება, რაც კომპანიის საქმიანობაში პრობლემას ქმნის.

„თბოსადგურები ძალიან მგრძნობიარეები არიან კურსთა სხვაობაზე იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვყიდულობთ იმპორტირებულ გაზს დოლარში, ამიტომ ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა, რომ კომისიამ გადახედოს თვითონ მეთოდოლოგიას და ყოველთვიური სქემით ხდებოდეს ტარიფის კორექტირება და არა ექვსთვიანი, ან ერთწლიანი პერიოდით. ჩვენი ხედვა არის სწორედ ის, რომ კომისიამ მეთოდოლოგიას გადახედოს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ორ თბოელექტროსადგურს - „მტკვრი ენერჯისა“ და „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები