თბოსადგურებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გადასახედად და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენის მიზნით მიმართეს.
სემეკ–ის ინფორმაციით, 23 აგვისტოს ამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისა" (თბილსრესის №3, 4 ბლოკები) და "მტკვარი ენერჯისთვის" (თბილსრესის მე–9 ბლოკი) დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და წარმოების ტარიფის დასადგენად სემეკ–მა კიდევ ორი კომპანიისთვის – "ჯიფაუერისა" და "გარდაბნის თბოსადგურისთვის" 1 აგვისტოს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მათთან ერთად ტარიფების გადახედვის პროცესი ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც დაიწყო.
ცნობისთვის: ბუნებრივი გაზის სექტორში, ისევე როგორც თბოსადგურებისთვის, ეს ტარიფების გეგმიური გადახედვის პროცესია.

























