შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს 2 მრჩეველი ჰყავს.
ამის შესახებ წერია პარლამენტის ფრაქცია „ევროოპტიმისტებისთვის“ სამინისტროდან გაგზავნილ წერილში. ხატია დეკანოიძემ მრჩევლების შესახებ ინფორმაცია სადეპუტატო კითხვების ფორმატში გამოითხოვა.
ამასთან, ორივე მათგანს ევალება ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება. ერთის ხელფასი 4040 ლარია, ხოლო მეორის - 3580 ლარი.
თითოეულ მრჩეველთან ხელშეკრულება მოქმედებს შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის და ასევე, სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულთა ვინაობის და სახელფასო ანაზღაურების შესახებ საჯარო ინფორმაცია გასული წლის ნოემბერში BMG-მაც გამოითხოვა, მაგრამ ჩვენ არც ვინაობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეს და არც - თანამდებობრივი სარგოები.