“ქართული ოცნების” კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა გაფიცულ სტუდენტებს შეწყვეტილი სტატუსი აღუდგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ გარიცხავენ. ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
„თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი, დახურა ყოველგვარი სივრცე პოლემიკისთვის. მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა სტუდენტებსა და რექტორს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს. შესაბამისად, საკითხი ამოწურულია.
სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა რეალურად, ვისი მიზანიც ნამდვილად ეს იყო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება“, – განაცხადა დავითულიანმა.