მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეატრები, ანსამბლები და სპორტული კლუბები ღონისძიებების გამართვას პირველი აპრილიდან შეძლებენ - პრემიერი

60362add65380
ინგა მურუსიძე
24.02.21 14:41
863
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თეატრები, სპორტული კლუბები და ანსამბლები მაყურებლის დასწრებით ღონისძებების გამართვას 1 აპრილიდან შეძლებენ. ამის შესახებ მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას განაახლებენ 1 მარტიდან. თეატრები, სპორტული კლუბები, ანსამბლები, რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად განახლებას და ღონისძიებების გამართვას მაყურებლის დასწრებით 1 აპრილიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები