მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თეატრებისთვის საინიციატოვო კანონპროექტში ახალი არაფერი არ არის" - ახმეტელის თეატრი

ახმეტელის თეატრი

"ახმეტელის თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი, ირაკლი გოგია BM.GE-სთან მთავრობის ახალ საინიციატივო კანონპროექტს ეხმიანება, რომელიც თეატრის მართვას დაარეგულირებს და აცხადებს, რომ მასში ახალი არაფერი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ახალი კანონი, საქართველოს ტერიტორიაზე აბსოლუტურად ყველა თეატრზე გავრცელდება, რასაც სამინისტრო იმით ხსნის, რომ რეგულაციის მიღმა დარჩენილი თეატრები არ იყვნენ თანაბარ პირობებში. მთავრობა თეატრების რეგულირებისთვის ახალი კანონპროექტის წარდგენას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

გოგიას განმარტებით, სახელმწიფო თეატრები ისედაც სახელმწიფოს მხრიდან იყვნენ მართული და ისინი უზრუნველყოფდნენ მმართველი პირის დანიშვნას.

„ჩვენ თბილისის მერიას ვექვემდებარებით. ახალ საინიციატივო კანონპროექტში ახალი არაფერი არ არის. სახელმწიფო თეატრები ყოველთვის სახელმწიფოს მიერ იყვნენ მართული, რომლებიც პირდაპირ დამოკიდებული არიან სახელმწიფოზე და მათი ბიუჯეტის 90% სახელმწიფოსგან ფინანსდება.

რაც შეეხება კერძო თეატრებს, კერძო თეატრი, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ფორმით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, მათ შორის შპს-ს და არასამთავრობო ორგანიზაციის სახითაც, სახელმწიფო მათ საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობით ვერ ჩაერევა. შესაბამისად, არ არის სწორი ინფორმაცია, რომ სახელმწიფო კერძო თეატრებში ჩაერევა. თუ ვიღაცას სურვილი აქვს, რომ კერძო თეატრი დააფუძნოს, დააფუძნებს კერძო თეატრს და თვითონ იქნება ხელმძღვანელიც, დირექტორიც და მინისტრიც“,- აცხადებს გოგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები