მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში ბანკების მოგებამ 90 მილიონ ლარს გადააჭარბა

5ab12d6188ba4
მარი როჭიკაშვილი
20.03.18 20:00
839
თებერვალში ბანკების მოგებამ 90 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 21,5 მილიონი ლარით მეტია იანვრის მონაცემებზე, 6.2 მილიონი ლარით კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 300 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან 238,5 მილიონი საპროცენტო, 61,6 მილიონი ლარი კი არასაპროცენტო შემოსავალი იყო. მხოლოდ თებერვალში ბანკებმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 5,6 მილიონი ლარი მიიღეს.

198 მილიონი ლარი იყო კომერციული ბანკების ხარჯი. აქედან 102 მილიონი საპროცენტო, 86,9 კი არასაპროცენტო ხარჯია. თებერვალში ბანკებმა აპარატის შენახვისთვის 48.4 მილიონი ლარის ხარჯი გასწიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები