თებერვალში სებ-მა რეზერვების დაგროვება განაგრძო და ჯამში 429 მილიონი დოლარი შეისყიდა. ამის შესახებ წინა თვის განმავლობაში Bloomberg-ის Bmatch პლატფორმით განხორციელებული სავალუტო ოპერაციების შესახებ გამოაქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.
ეს ოთხჯერ მეტია, ვიდრე იანვარში განხორციელებული შესყიდვები, რაც 86 მილიონი დოლარის ტოლი იყო.
სწორედ სავალუტო შესყიდვები გახდა თებერვალში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების ზრდის მთავარი მიზეზი. კერძოდ კი გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 359 მილიონი დოლარით 6.65 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ჯერჯერობით უცნობია მოახდინა თუ არა სებ-მა 2026 წლის მარტში სავალუტო რეზერვების გაყიდვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 25 აპრილს გახდება ცნობილი.




























