"ყაზტრანსგაზ-თბილისი" თებერვალში დედაქალაქში, ხელმეორედ ჩაჭრილი კუსტარული გაზგამათბობლების და წყალგამაცხელებლების სტატისტიკას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, გაზის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების ყველაზე ხშირი დარღვევა სტატისტიკურად გლდანის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში დაფიქსირდა.
კერძოს, გლდანში სპეციალისტებმა მსგავსი 399 ფაქტი დააფიქსირეს, ჩუღურეთში – 378, ნაძალადევში - 349, სამგორში – 306, ისანში -200, ნუცუბიძეზე - 160, ვაკეში - 150, კრწანისში – 147, ვაზისუბანში -121, სანზონაში - 106, მთაწმინდაზე - 85, საბურთალოზე – 58, წყნეთში - 47, დიდუბეში - 23, დიღომში – 23.
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა ის ოჯახები შეამოწმეს, სადაც ცოტა ხნით ადრე, დარღვევები დააფიქსირეს და გაზის დანადგარები ჩაჭრეს. განმეორებითი შემოწმების დროს კი ბინებში მეპატრონეებს თვითნებურად ჰქონდათ აღდგენილი გაზის მიწოდება, რაც დიდ საფრთხეს უქმნის, როგორც აღნიშნულ ბინებში მცხოვრებლებს, ისე მათ მეზობლებს, რადგან მოიხმარენ ღია კამერიან, მკვლელ დანადგარებს და ასევე ხშირად საკვამლე მილი დაერთებული აქვთ კორპუსის სავენტილაციო არხთან, რაც კატეგორიულად აკრძალულია. მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის კორპუსში მცხოვრებ სხვა ოჯახების ჯანმრთელობას", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
"ყაზტრანსგა-თბილისი" აბონენტებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩახსნან ღია კამერიანი გაზის დანადგარები და გაითვალისწინონ სპეციალისტების რეკომენდაციები.
"გახსოვდეთ, CO ბუნებრივ გაზზე საშიშია", – განმარტავენ კომპანიაში,

























