მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 437.6 მილიონი ლარით შემცირდა

58df7ef2202f2
BM.GE
01.04.17 14:17
1268
თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 437.6 მლნ ლარით შემცირდა და 18.25 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 15.1 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის ცნობით,  გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 11.9 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის შემცირებაზე გავლენა მოახდინა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის შემცირებამ, რაც განპირობებულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით. თებერვლის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 81.2 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 69.0 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 41.6 პროცენტს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები