თებერვალში საქართველოს დერეფნით 39 914 სატვირთო ტრაილერმა ისარგებლა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, თებერვალში სატრანზიტო ტრაილერებმა ბიუჯეტში 13 969 952 ლარი შეიტანეს, წლის პირველ ორ თვეში კი, გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი 27 190 864 ლარი იყო. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 24,011,352 ლარს შეადგენდა.
თითო ტრაილერი საქართველოს გზით სარგებლობისთვის 350 ლარს იხდის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის დასაწყისიდან საქართველოს გზებით 77,688 სატრანზიტო ტრაილერმა ისარგებლა, 9,084-ით მეტმა ვიდრე შარშან.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს დერეფანში 519 997 სატვირთო ტრაილერმა გაიარა, გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 181 998 905 ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 42%-იან ზრდას აჩვენებდა.