თებერვალში სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 72.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24 მილიონი აშშ დოლარით (50 პროცენტით) მეტია წინა თვის ბრუნვაზე და 14.4 პროცენტით მეტია წინა წლის თებერვლის მონაცემზე. იმავდროულად, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 53 პროცენტით (წლიურად 14 პროცენტით) გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 53 პროცენტი ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის. დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 50 პროცენტი უჭირავს. ჰერფინდალ–ჰირშმანის ინდექსი არ შეცვლილა და კვლავ 8 პროცენტი შეადგინა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და სავალუტო ბაზრის კონკურენტულობაზე მიუთითებს.

























