მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6% იყო - რა გავლენა ექნება ფასებზე ახლო აღმოსავლეთის ომს?

თებერვალში საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი 4.6%-მდე შენელდა. საქსტატის თანახმად, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.2 პროცენტი შეადგინა, რაც ასევე შემცირებული ტემპია. საქსტატის თანახმად ფასების ზრდის მთავარი მდგენელი კვლავ სურსათის გაძვირებაა, სადაც ფასები წლიურად 9.5%-ით არის გაზრდილი. ფასები წლიურ ჭრილში მომატებულია ისეთ პროდუქციაზე როგორიცაა თევზეული, პურპროდუქტები, ხილი და ბოსტნეული. სადისტრიბუციო სექტორის წარმომადგენლები და ეკონომისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის და ნავთობის მზარდი ფასის ფონზე, საქართველოში მომდევნო პერიოდში ინფლაცია კვლავ დაჩქარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები