თებერვლიდან მესენჯერის აპლიკაცია WhatsApp ზოგიერთი მოწყობილობის მოძველებულ სისტემაზე ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნა.
"WhatsApp-ის გამოყენებას 2020 წლის თებერვლიდან თქვენ შეძლებთ: Android -ის 2.3.7-ის და მასზე ახალ ვერსებზე; iOS 8-ის და მასზე ახალ ვერსიებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანია განმარტავს, რომ მესენჯერი ხელმისაწვდომი აღარ იქნება Windows Phone-ის მომხმარებლებისთვისაც.