მომავალი კვირა განსაკუთრებით დატვირთული ევროკავშირისთვის იქნება. ორშაბათს სიტყვით უნდა გამოვიდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი, რომელმაც მონეტარულ პოლიტიკაზე უნდა ისაუბროს. გარდა ამისა, მომავალ კვირას ცნობილი გახდება ევროზონის ინფლაციური სტატისტიკა. ანალიტიკოსების პროგნოზით, სამომხმარებლო ფასების დონე 2.5%-მდე იქნება შემცირებული. ასევე გავიგებთ იმას, თუ რა ბედი ეწია უმუშევრობის სტატისტიკას და გაიზარდა თუ არა დასაქმებულთა რაოდენობა. საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს გაასაჯაროებენ გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის და სხვა ევროპული სახელმწიფოების მთავრობებიც. საერთო ჯამში, შეძლება ითქვას, რომ მომავალი კვირა ევროპული სიახლეებით იქნება დატვირთული.