მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვლის ჯავშნები ჯერჯერობით არ გვაქვს - სასტუმრო გოდერძიზე

61dad9bade050
მარიამ ვარადაშვილი
09.01.22 18:11
1250
კურორტ გოდერძიზე ზამთრის სათხილამურო სეზონი 25 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში BMG-ის განუცხადეს, ამ დროისთვის კურორტზე ორივე საბაგირო გამართულად მუშაობს.

გოდერძის კურორტზე მდებარე სასტუმრო “ირე პალასის” წარმომადგენელი BMG-ისთან ამბობს, რომ დატვირთულობის მხრივ კურორტზე ვითარება წინა წელთან შედარებით უკეთესია, თუმცა როგორ ჩაივლის სეზონი რთული სათქმელია იმის გათვალისწინებით, რომ  სტუმრები ჯავშნებს სხვადასხვა მიზეზით აუქმებენ.

“ახალი წლის დღეებში დატვირთულობა, რა თქმა უნდა, არის, თუმცა ნელ-ნელა ჯავშნების რაოდენობა ალბათ შემცირდება. ამ სეზონზე დაახლოებით 45-50 ნომერს ვამუშავებთ. ეს ნომრები საახალწლო დღეებში სრულად დატვირთული იყო. შემდეგ 60-70%-მდე შემცირდა. თებერვლისთვის ჯავშნები ჯერჯერობით არ გვაქვს და მხოლოდ იანვრის ჯავშნებია. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით არსებული ჯავშნებით რამდენ პროცენტიანი დატვირთულობა იქნება, რადგან შესაძლოა დაჯავშნონ 7-8 ნომერი, მაგრამ შემდეგ გააუქმონ. ზოგს კოვიდი უფიქსირდება ან გზა იკეტება. ამიტომ, წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. შესაძლოა იმდენი ჯავშნები მქონდეს, რომ მეგონოს 10 დღის შემდეგ 100%-ით დავიტვირთები, მაგრამ რეალურად 5-10%-ით დავიტვირთო. არ ვიცი, წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია”,-აცხადებს სასტუმროს ადმინისტრაციის მენეჯერი თორნიკე ირემაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები