მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Techzy აშშ-ის ბაზარზე შესვლას გეგმავს - სტარტაპით სან-ფრანცისკოში Tech Week-ზე 15 ინვესტორი დაინტერესდა

TECHZY

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Techzy აშშ-ის მიმართულებით საერთაშორისო ექსპანსიას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ ძნელაძე BM.GE-სთან აცხადებს, წლის დასაწყისში სტარტაპის საექსპორტო სამიზნე არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო, თუმცა სტრატეგიული ფოკუსი შეიცვალა მას შემდეგ, რაც Techzy-მ სან-ფრანცისკოს Tech Week-ზე მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია.

ძნელაძის თქმით, ღონისძიებაზე კომპანიამ საერთაშორისო ინვესტორებისა და მსხვილი ბრენდების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

„საქართველოს გენერალურმა საკონსულომ სან-ფრანცისკოში მოგვიწვია Tech Week-ზე, სადაც სტარტაპის სტატუსით ვიყავით წარმოდგენილი. ძალიან დიდი გამოხმაურება მივიღეთ და ჩვენი იდეებით 15 ინვესტორია დაინტერესებული. ესენი არიან საკმაოდ მსხვილი კაპიტალის მქონე ინვესტორები, რომლებთანაც აქტიურ კომუნიკაციაში ვართ“, - აცხადებს ძნელაძე.

მისივე თქმით, ინვესტორები Techzy-ს სტრატეგიულ რეკომენდაციებს აძლევენ, რაც კომპანიას განვითარების გზაზე დაეხმარება. ამერიკის ბაზარზე კომპანიის შესვლის გეგმის დეტალებზე ნიკოლოზ ძნელაძე, ჯერჯერობით, არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით განვითარებაზე აქტიურად მუშაობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები