"500 მილიონი იხარჯება პროექტზე, რომელიც არც კულტურულ და არც ისტორიულ ჩარჩოში არ ჯდება", - განცხადებას "ბიზნესკონტაქტის" ეთერში DLa Piper-ის პარტნიორი თედ ჯონასი აკეთებს. მისი თქმით "პანორამა თბილისის" ეკონომიკური აომნაგები ვერ იქნება ეფექტური. მისივე თქმით თბილისში ტურისტი იმისთვის არ ჩამოდის, რომ შუშის კომპლექსი მოინახულოს.
"პანორამა თბილისი არ მოგვცემს კარგ ეკონომიკურ ამონაგებს. ჩემი აზრით, ივანიშვილი იდეით არის შეპყრობილი, რომ ააშენოს ძალიან დიდი ულტრა თანამედროვე ადგილები.
თბილისში უკვე არსებობს რამდენიმე დიდი სასტუმროს პროექტი, ბაზარი არ არის მზად კიდევ ერთი კომპლექსი მიიღოს, განსაკუთრები როდესაც ბორცვიდან გადმოყურებს ქალაქს.
ჩემი აზრით, ადამიანს იქ გაჩერების სურვილი არ გაუჩნდება, თუ სურს შუშის დიდ სასტუმროში გაჩერდეს, წავა დუბაიში. ტურისტი თბილისში იმიტომ ჩამოდის, რომ ისტორიული ქალაქია", - განაცხადა ჯონასმა.
ჩემი აზრით, ადამიანს იქ გაჩერების სურვილი არ გაუჩნდება, თუ სურს შუშის დიდ სასტუმროში გაჩერდეს, წავა დუბაიში. ტურისტი თბილისში იმიტომ ჩამოდის, რომ ისტორიული ქალაქია", - განაცხადა ჯონასმა.

























