მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. შესაბამისი ინფორმაცია მან Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.
ჯანმოს ხელმძღვანელი მსოფლიოს მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„დღეს იყო ჩემი რიგი და მე გავიკეთე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ვაქცინას შეუძლია ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა. აუცილებელია ყველა ქვეყანას ჰქონდეს COVID-ვაქცინაზე წვდომა. თუ ჩემსავით თქვენც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ვაქცინაზე წვდომაა, გთხოვთ, ყველამ გაიკეთოთ აცრა, როდესაც თქვენი რიგი მოვა“, - წერს გებრეისუსი.