ნატოს ახალი გენერალური მდივანი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე გახდა. რიუტეს დანიშვნა ფორმალურ პროცესად იქცა მას შემდეგ, რაც ამ პოსტზე მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კანდიდატურა მოხსნა.
მოქმედ გენმდივანს, რომელიც პოსტზე სექტემბრის ბოლომდე დარჩება, სჯეროდა, რომ ნატოს ახალი მეთაური ღირსეული მემკვიდრე იქნებოდა. ”ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ალიანსი იპოვის კარგ მემკვიდრეს” - თქვა მან.
ვის არის მარკ რიუტე?
მარკ რიუტე 57 წლის ჰოლანდიელი პოლიტიკოსია, რომელიც ჰააგაში დაიბადა. 32 ქვეყნის წარმომადგენლის მიერ კონსენსუსის საფუძველზე არჩეული რიუტე ჰოლანდიის ისტორიაში პრემიერ-მინისტრის პოსტს ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იკავებდა, 2010 წლიდან, როცა პოსტზე დედოფალმა ბეატრიქმა დანიშნა.
რიუტე იყო სახალხო პარტიის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD) ლიდერი 2006 წლიდან 2023 წლამდე. პრემიერის პოსტზე დანიშვნიდან 2 წელში, 2012 წლის აპრილში საბიუჯეტო კრიზისის ფონზე რიუტემ და მისმა კაბინეტმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ საკუთარი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდგომ მიეცა საშუალება, დაბრუნებულიყო პრემიერ-მინისტრად და ეხელმძღვანელა კოალიციისთვის ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად. თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი მნიშვნელოვანი კრიზისი. მის კაბინეტს სხვადასხვა ფორმაციის და კოალიციის პირობებში კიდევ რამდენჯერმე მოუწია გადადგომა, თუმცა რიუტემ ყველა ჯერზე მოახერხა კვლავ გაპრემიერება. 2017 წელს, რიუტე თანამდებობაზე პარლამენტში სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ 225-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ დანიშნეს. კრიზისი შეიქმნა ასევე, 2021 წელს ბავშვთა ზრუნვის შეღავათების სკანდალი და 2022 წელს, მზარდი მიგრაციის საპასუხოდ არასაკმარისი ნაბიჯების გამო მოსახლეობის დიდი უკმაყოფილების პირობებში.
იმის გამო, რომ მან ყველა ჯერზე შეძლო, პოლიტიკური სკანდალებიდან გამოსულიყო რეპუტაციის დაუზიანებლად, რიუტე მოიხსენიება როგორც "ტეფლონის მარკი". მას საერთაშორისო მედია აღწერს, როგორც მოქნილს და პრაგმატულს, რომელსაც სურს, მოიცვას პოლიტიკური ფრაქციების ფართო სპექტრი საკითხების გადასაჭრელად.
რაც შეეხება მის ნაბიჯებს თავდაცვის მიმართულებით, პრემიერს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ 14-წლიანი პრემიერობის განმავლობაში ევროკავშირის სიდიდით მეხუთე ეკონომიკამ, თავდაცვის ხარჯების გაზრდა ნატოს მშპ-ის 2%-მდე ვერ შეძლო. (ნატოს ბოლო ანგარიშით, ნიდერლანდები ამ მიზანს წელს საბოლოოდ მიაღწევს). ასევე, კრიტიკის საფუძველი იყო აღმოსავლეთის ნატოს გაფართოების ნაკლები მხარდაჭერა.
ჰოლანდიურ-შვეიცარული განათლების მქონე რიუტე ნატოს ხელმძღვანელობას კრიტიკულ მომენტში დაიკავებს. მისი ახალი სამუშაო 2 ოქტომბერს დაიწყება, აშშ-ის არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე, რომელიც განსაზღვრავს სამხედრო ალიანსის ბედს. ახალი გენმდივანი, რომელსაც "ტრამპის ექოსაც" უწოდებენ, დადებითად არის შეფასებული ბაიდენის მხრიდანაც "მე, მომწონს ეს ბიჭი" - თქვა მოქმედმა პრეზიდენტმა.
ახლა, პოლიტიკოსს, რომლის მეტსახელიც Teflon-ია [რაც უკრავი ზედაპირის მყარი მასალას აღნიშნავს] მოუწევს, ორი მთავარი და მძიმე მემკვიდრეობის, უკრაინის ომის და ჩინეთის მზარდი ამბიციების პრობლემის მოგვარება, თან რეპუტაციული ზიანის გარეშე.
რიუტეს შერჩევა მოჰყვა გაჭიანურებულ პროცესს, რომლის დროსაც სტოლტენბერგის ვადა ოთხჯერ გაგრძელდა.