„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა Tegeta Construction Equipment-მა ბაზარს ახალი მიმართულება - „თეგეტა აგრი“ წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და რეგიონში მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს. „თეგეტა აგრის“ პრეზენტაცია მედიისთვის, პარტნიორებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის „თეგეტა ჰოლდინგის“ სათავო ოფისში 15 მარტს გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ტექნიკა დაეთვალიერებინათ და ბრენდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. Tegeta Construction Equipment სპეცტექნიკის მიმართულებაში 2007 წლიდან ოპერირებს, მას შემდეგ კომპანია ძირითად აქცენტს საგზაო-სამშენებლო კომერციულ ტექნიკაზე აკეთებდა, თუმცა 2023 წლის ბოლოს პრიორიტეტად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულების განვითარება და შესაბამისი ასორტიმენტის გაზრდა აირჩიეს. Tegeta Construction Equipment მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან გრძელვადიან და სრულფასოვან პარტნიორობაზეა ორიენტირებული. „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტი ამ ეტაპზე ხუთი ბრენდისგან შედგება. Fendt და Valtra გაერთიანებულია მსხვილ ამერიკულ კორპორაცია AGCO-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის კუთხით დღეს მსოფლიოს ლიდერია. „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტშია ჩეხური ბრენდი Zetor, რომელმაც თავისი საიმედოობით ფერმერებში დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. კომპანია მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ბრენდის Goldoni-ს ტექნიკასაც - ძირითადად სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის სპეციალიზებულ საბაღე და სავენახე ტრაქტორებს. „თეგეტა აგრის“ უახლოესი გეგმები ბაზრის მინიმუმ 30%-იანი წილის ათვისებასა და იმპლიმენტების/აგრეგატების ნუსხის გაფართოებას უკავშირდება. კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული და საკუთარ მომხმარებელს ახალი ბრენდების ფართო არჩევანს შესთავაზებს.