მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბურ პროექტს იწყებს

31 იანვარს „თეგეტა აკადემიამ“, შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტი წარადგინა. „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ ლ.დანიგანმა, USAID-ს წარმომადგენლებმა, აჭარის მთავრობის წევრებმა. პროექტის ფარგლებში შპს „ტრანსფორდთან“ და USAID-ის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობით, „თეგეტა აკადემია“ ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს. აღნიშნული პარტნიორობა ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებად დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები