მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა აკადემიამ“ მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია გამართა

BM.GE
13.06.23 09:47
185
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანია „თეგეტა აკადემიამ“ მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამის ძირითადი ეტაპის პრეზენტაცია გამართა. კურსის მთავარი სიახლე უმაღლესი ხარისხისა და ფუნქციონალის მქონე სპეცტექნიკის სიმულატორი იქნება, რომელიც „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის პროგრამის ფარგლებში შეიძინა. ღონისძიებაზე USAID-ის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე ენახათ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სიმულატორი, თავად გამოეცადათ მისი შესაძლებლობები და ფუნქციები. მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამა ივლისში დაიწყება და თეორიული სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან აღჭურვილობების საბაზისო სტრუქტურას, მოვლისა და ექსპლუატაციის წესებს, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. „თეგეტა აკადემიის“ მიერ შეძენილი მძიმე ტექნიკის სიმულატორის საშუალებით კი მსმენელები სრულყოფილ და სიღრმისეულ კომპეტენციას შეიძენენ. მძიმე ტექნიკის ოპერატორების მომზადება/გადამზადების პროგრამის შემუშავება „თეგეტა აკადემიამ“ 2022 წელს დაიწყო. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ($24 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში ხორციელდება. „თეგეტა აკადემიაში“ მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 165 პირი გადამზადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები