„თეგეტა აკადემიამ“ ინოვაციური სასწავლო პლატფორმის, Electude-ის, დანერგვის პირველი წელი წარმატებით დახურა. რასთან დაკავშირებითაც ღონისძიებას უმასპინძლა. პროგრამის ფარგლებში ტრენინგი ავტოინდუსტრიაში დასაქმებულმა 1000-ამდე მონაწილემ გაიარა.
„თეგეტა აკადემია“ ინოვაციურ სასწავლო პლატფორმას USAID-ის საგრანტო პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში ახორციელებს და მიზნად ისახავს ავტოინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების პროფესიული ზრდისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნას და ამ გზით სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას.პროექტის ფარგლებში შემუშავდა 7 სასწავლო კურსი, მსუბუქი ავტომობილების ძრავის, სავალი ნაწილისა და ელექტრობის მიმართულებით; ითარგმნა Electude-ის 700-ამდე სასწავლო მოდული და „თეგეტა აკადემია“ საქართველოში Electude-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: ,,კერძო სექტორის როლი პროფესიულ განათლებაში და პროფესიული განათლების როლი ბიზნესის განვითარებაში”. თეგეტა ჰოლდინგის, USAID-ისა და უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ბიზნესის განვითარებისთვის.