გასული წლის გარიგებებიდან ალბათ გამორჩეული იყო საქართველოსა და რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიის TEGETA HOLDING-ისა და მასში შემავალი კომპანიების აქტიურობა ბონდების ბაზარზე. აქედან, ერთ ერთი გამორჩეული მაინც "თეგეტას" აქციების მწვანე ემისია გახლდათ, რომლის ფარგლებშიც "თეგეტამ" აზიის განვითარების ბანკის ინვესტორებით 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. შედეგად, ქართულმა კომპანიამ, რეგიონის მასშტაბით, საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში აქციების მწვანე ემისიის პრეცედენტი შექმნა. საერთაშორისო ბრენდები, განსაკუთრებით ავტოინდუსტრიაში,ერთმანეთის მიყოლებით აახლებენ და თანამედროვეობას არგებენ ბიზნესპროცესებს, მნიშვნელოვნად ცვლიან კონცეფციას წარმოებაშიც და რეალიზაციაში.ცალსახად,მთავარი აქცენტი - ინდუსტრიის ელექტრიფიცირებაზე კეთდება, ხოლო მომსახურების სფეროში ინდივიდუალურ მიდგომების სრულად დახვეწაზე. ამ მიმართულებითაც არ ჩამორჩა "თეგეტა" თანამედროვეობას და ამ ახალ სტანდარტებზე მორგებული პროექტებითა და გაყიდვების მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლებით იწყებს "თეგეტა ქარსი" 2024 წელს..
პეტრე წაქაძე - Tegeta Cars, დირექტორი;
გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;