3 ნოემბერს ბათუმში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების) ორგანიზაციების მიზნებისა და ვალდებულებების შესახებ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ორგანიზაციამ, „თეგეტა გრინ პლანეტმა“, ღონისძიება გამართა. „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, ნარჩენების სწორად მართვის პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობასა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე ინფორმაცია პარტნიორებს ამჯერად აჭარის რეგიონში გააცნო. „თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტას“ კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები კომპანიის შეგროვების პუნქტებში ჩააბარონ. ამის შემდეგ „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამმუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას.