მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თეგეტა გრინ პლანეტმა" საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო

„თეგეტა გრინ პლანეტმა“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანიც გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. შეთანხმების ფარგლებში, სტუდენტები ინფორმაციას სამ საგანში მიიღებენ: „ატმოსფეროს დაცვის ტექნიკა“, „ჰიდროსფეროსა და ნიადაგის დაცვის ტექნიკა“ და „საწარმოო პრაქტიკა გარემოსდაცვით ინჟინერიაში“. კურსის თეორიული ნაწილის შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაეცნონ „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას. პრაქტიკულ სწავლებას 40 სტუდენტი გაივლის, როგორც ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ისე სამაგისტრო პროგრამების წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები