Tegeta Holding-ის აღმასრულებელ ოფიცრად ეკა ქავთარაძე დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ Facebook-ის გვერდზე თავად წერს.
"დიდი პატივია და მოხარული ვარ გაგიზიაროთ, რომ დავინიშნე Tegeta Holding-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელად, კომპანიის, რომელიც ლიდერია ავტოინდუსტრიაში, ცნობილია თავისი ინოვაციებით და სერვისის მაღალი ხარისხის ერთგულებით. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს კარიერაში და მადლიერებით ვარ სავსე ასეთი ნიჭიერი და თავდადებული გუნდის ხელმძღვანელობის შესაძლებლობისთვის. მოგზაურობა წინ არის!", - აცხადებს ეკა ქავთარაძე.
აღსანიშნავია, რომ ეკა ქავთარაძე ადრე "ევექსი ჰოსპიტლების" დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა სტრატეგიული მიმართულებით, ასევე იყო “ვიანის” დირექტორის მოადგილე.