მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა ჰოლდინგი“ გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის მხარდამჭერია

BM.GE
19.05.22 08:25
388
„თეგეტა ჰოლდინგი“ უერთდება გლობალურ წამოწყებას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად მიზნად ცნობიერების ამაღლებას ისახავს . კომპანია საგზაო უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია. გლობალურ კვირეულში, რომელშიც მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, „თეგეტა ჰოლდინგი“, თავის შვილობილ კომპანია „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ ერთად, სხვადასხვა აქტივობით უერთდება. შეხვედრის პარალელურად, „ვოლვო ქარ საქართველოს“ ინიციატივით ფოტოგამოფენა მოეწყო. ექსპოზიცია კონკრეტული ავარიების შესახებ გვიამბობს, რა დროსაც ვოლვოს ბრენდის ავტომობილებში მძღოლების სიცოცხლე უსაფრთხოების ღვედმა გადაარჩინა. კონფერენციაზე გამომსვლელებმა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ ხედვებზე, გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2021-2030-ის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაზიანებულთა რიცხვის 50%-ით შემცირება. ამ მიზნის მისაღწევად კი მოქმედებაა საჭირო და სხვადასხვა ღონისძიების გატარებასთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები