„თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-სთან ერთად, უმსხვილეს სადისტრიბუციო ქსელ Groupauto International-თან ათწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად საზაფხულო კონფერენციას მართავს. ბიზნესკონფერენცია საქართველოში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების 20-ზე მეტ წარმომადგენელს მსოფლიოს 8 ქვეყნიდან უმასპინძლებს. Groupauto Caucasus-ის 2022 წლის კონფერენციის მონაწილეები ახალ ბიზნეს შესაძლებლობებზე იმსჯელებენ და ავტოინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს განიხილავენ. სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში Groupauto International-ისს დირექტორი ჰოლგერ ჰელმიხი ჩამოვიდა.