„თეგეტა ჰოლდინგის“ და Future Laboratory-ს სააქსელერაციო პროგრამა Startup Drive-ის დემო დღე გაიმართა
BM.GE
01.11.22 10:11
• 253
„თეგეტა ჰოლდინგის“ და Future Laboratory-ს სააქსელერაციო პროგრამა Startup Drive-ის დემო დღე გაიმართა. ღონისძიებაზე, ფინალურ ეტაპზე გადასულმა შვიდივე სტარტაპის ავტორმა, საკუთარი იდეების პროტოტიპები წარადგინა. სტარტაპების წარმომადგენლებმა, ჟიურის წევრებს, უახლესი 6 თვის სამოქმედო გეგმაც გააცნეს. Startup Drive-ის დემო დღეზე გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ და საპრიზო ფონდიდან, რომელიც 200 000 ლარს შეადგენს, კონკრეტულ თანხას მიიღებენ. Startup Drive მომდევნო წელსაც ჩატარდება. სააქსელერაციო პროგრამაზე რეგისტრაცია 2023 წლის დასაწყისში გამოცხადდება.