„თეგეტა ჰოლდინგი", საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისათვის განკუთვნილი, ობლიგაციების ემისიას აანონსებს. ფასიანი ქაღალდების საორიენტაციო მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია.
სტუმრები: თორნიკე მჭედლიშვილი - "თიბისი კაპიტალის" საბროკერო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი;
მანანა ხინაშვილი - „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.