მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თეგეტა ჰოლდინგის” მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, ელექტრონული კომერციის დღე გაიმართა

საქართველოში პირველად, ელექტრონული კომერციის დღე გაიმართა, რომელზეც საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრონულო კომერციის პროცესში მთავარ მიღწევებზე, გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ემსჯელათ. წელს, ელექტრონული კომერციის დღის გენერალური სპონსორი თეგეტა ჰოლდინგი იყო. საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებთან eCommerse-ის საკუთარ გამოცდილებაზე, თეგეტას ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე ისაუბრეს. როგორც კომპანიაში ამბობენ, საქართველოს ბაზარზე თეგეტა ჰოლდინგი იყო პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს ავტომობილის ონლაინ შეძენისა და კონფიგურატორების დახმარებით სასურველი მახასიათებლების შერჩევის საშუალება მისცა, რის გამოც, ელექტრონული კომერცია კომპანიისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება, რომლის განვითარება თეგეტამ თითქმის ათი წლის წინ დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები