მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების, სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულებას ახალი მთავარი ოფიცერი ჰყავს

ზურაბ ალავიძე
18.09.25 11:50
936

„თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების, სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულებას ახალი მთავარი ოფიცერი ჰყავს - მას ზურაბ ალავიძე უხელმძღვანელებს.

ზურაბ ალავიძეს 30-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს და ამ პერიოდის განმავლობაში როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მაღალი რანგის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა.

2018 წლიდან დღემდე იგი აქტიურად არის ჩართული საკონსულტაციო საქმიანობაში და თანამშრომლობს არაერთ მსხვილ კომპანიასთან სხვადასხვა სექტორში.

2016-2018 წლებში ზურაბ ალავიძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ასევე, იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2009-2010 წლებში კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პორტფელი ებარა.

მას მრავალმხრივი გამოცდილება აქვს ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორში - ზურაბ ალავიძის პროფესიული პორტფოლიო მოიცავს ხელმძღვანელ თანამდებობებს სხვადასხვა საბანკო და ენერგეტიკულ კომპანიაში, მათ შორის Dariali Energy-ში, VTB Bank Georgia-სა და United Georgian Bank-ში. გარდა ამისა, ის არაერთი პროფესიული ჯილდოსა და სერტიფიკატის მფლობელია.

მან განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსების განხრით, ხოლო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - იურიდიული მიმართულებით. ასევე ფლობს ეკონომიკის დოქტორისა და Grenoble School of Management-ის ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები