მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 20 მლნ ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა - ლარში განხორციელებული პირველი მწვანე ემისია

BM.GE
05.07.23 10:03
177
თეგეტა ჰოლდინგმა ქართულ კაპიტალის ბაზარზე პირველად ლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა. ემიტირებულია 20 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები, რაც ადგილობრივ საფონდო ბაზარზე ლარში განთავსებული მწვანე ბონდების ყველაზე მსხვილი გარიგება და ლარში დენომინირებული მწვანე ობლიგაციების პირველი პრეცედენტია.ობლიგაციების ძირი თანხის სრულად დაფარვა გათვალისწინებულია 2 წლისა და 6 თვის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.ფასიანი ქაღალდების ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ჰოლდინგში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას განახორციელებს. ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება და დაფინანსდება როგორც ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტი და ამასთან, საქართველოს დასამუხტი სადგურების ქსელს 70 ახალი სადგური შეემატება.

მწვანე ობლიგაციები სულ ახალია, იქამდე შარშან თეგეტა ჰოლდინგმა ლარში დენომინირებული ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია განახორციელა და 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა.


სტუმრები: მანანა ხინაშვილი - „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დეივიდ ურბანეხა-ფურელოსი - ADB-ის ინვესტიციების უფროსი სპეციალისტი

თარგმანს უზრუნველყოფს NG Georgia;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები