„გალტ & თაგარტი“ წარმოადგენდა „თეგეტას“ ექსკლუზიურ განთავსების აგენტს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების სრული პროგრამისთვის და ამასთან, ერთადერთ საინვესტიციო ბანკს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე, ევროში დენომინირებული ობლიგაციების შეთავაზება გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მიმართ და განსაკუთრებით, ევროს ობლიგაციების შეთავაზებებისთვის, საკმაოდ მაღალი დაინტერესება იყო ინვესტორების მხრიდან. შედეგად ობლიგაციები შეძენილი აქვს 194-მდე ქართველ და უცხოელ ფიზიკურ პირს, რაც ინვესტორთა ბაზის მაღალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს.
სტუმრები: ანი კვარაცხელია - Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრის სამსახურის უფროსი;
მანანა ხინაშვილი - „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი