მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 000 000 ლარის ობლიგაციები განათავსა

„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 000 000 ლარის ობლიგაციები განათავსა, რისი ათვისებაც 86 ფიზიკური პირის მხრიდან მოხდა. ამაათგან რომელთაგან 21 არარეზიდენტია. ლარში დენომინირებული ობლიგაციების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 ერთეული ლარით განისაზღვრა. ობლიგაციონერები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ, საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 14.5%-ია. ობლიგაციების ძირი თანხა კი 2 წლის თავზე დაიფარება. ყველა დოკუმენტი, რომელიც საჯარო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში, ემისიის მთელ პროცესი „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორმა და მხარდამჭერმა თიბისი კაპიტალმა წარმართა.

სტუმრები: თინა სიმონიშვილი - "თიბისი კაპიტალის" საინვესტიციო საბანკო საქმიანობის ვიცე-პრეზიდენტი;

მანანა ხინაშვილი - „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები