მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თეგეტა მოტორსი": არიან კომპანიები, რომლებიც ტედერებს მხოლოდ სხვისთვის ხელის შეშლის მიზნით ასაჩივრებენ

5881bb7e636f7
სალომე მეცხვარიშვილი
21.01.17 10:05
2114
"იყო მომენტები, როდესაც კომპანია ვერ შედიოდა ტენდერში და ფიქრობდა, რომ მე ვერ შევდივარ ტენდერში, მოდი, სხვასაც არ მივცემ ამის საშუალებას",- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტთან" კომპანია "თეგეტა მოტორსის" სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თემურ დარისპანაშვილი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, სხვისთვის ხელის შეშლის მიზნით კომპანიები ტენდერებს ასაჩივრებდნენ და აჭიანურებდნენ ამა თუ იმ პროექტისა განხორციელებას.

"თეგეტა მოტორსში" ფიქრობენ, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილება, რომელიც ტენდერების გასაჩვრების წესს ცვლის და რომელიც გასაჩივრებაზე ბაჟის გადახდას ითვალისწინებს, არაკეთილსინდისიერ კომპანიებს მსგავს საქმიანობას მოაშლევინებს.

თემურ დარისპანიშვილის ინფორმაციით, უსაფუძვლო მიმართვიანობის გამო დავების საბჭოში საჩივრების რიცხვი ბოლო პერიოდში 10-ჯერ იყო გაზრდილი.
რაც შეეხება გამარტივებული ელექტრნული ტენდერის შესაძლო გაუქმებას, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ტენდერის დროის გაზრდა კომპანიებს უკეთესად მომზადების საშუალებას მისცემს, შედეგად დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები