მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თეგეტა მოტორსი" უფლებების შელახვისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტს უჩივის

5be03b3d03c78
თამუნა დემეტრაშვილი
05.11.18 16:43
1147
კომპანია "თეგეტა მოტორსმა" უფლებების შელახვის ბრალდებით საჩივარი ამჯერად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ შეიტანა. საუბარია ტენდერზე, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტმა მაღალი გამავლობის სპეციალიზირებული "პიკაპი" უნდა შეიძინოს. ყაზბეგის თვითმმართველი ორგანო ითხოვს, რომ მომწოდებელი კომპანია ბრენდის ოფიციალური დილერიც იყოს და ავტორიზებული სერვის ცენტრებიც გააჩნდეს. დავების საბჭოში შეტანილ საჩივარში, "თეგეტა მოტორსი" მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა ხელოვნურ ბარიერს უქმნის მათ კომპანიას და არღვევს თანასწორუფლებიანობის პრინციპს.

"მიუხედავად იმისა, რომ შპს "თეგეტა მოტორსი" არ წარმოადგენს არცერთი ავტომანქანის მწარმოებლის ოფიციალურ დილერს და არ გააჩნია ავტორიზებული სერვისცენტრები, მას აქვს საქართველოს მასშტაბით 24 სერვისცენტრი, მათ შორის, ქალაქ თბილისში - 9, სადაც მომსახურებას უწევს ყველა ტიპის და ბრენდის ავტომობილს, ათი წელია მოღვაწეობს და ასრულებს ყველა სახის მომსახურებას, რაც დაკავშირებულია დაზიანებული ავტომობილის შეკეთებასთან", - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ ტენდერში ანალოგიური მოთხოვნის დაფიქსირების გამო "თეგეტა მოტორსმა" შსს-საც უჩივლა. ამ შემთხვევაში შესყიდვა უფრო მასშტაბურია და მისი ღირებულება 4,4 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები