“თეგეტა მოტორსმა“ 30 მილიონის ობლიგაციები გაანაღდა. 2022 წლის 28 აპრილიდან კომპანიის ობლიგაციები საფონდო ბირჟის სავაჭრო ლისტინგიდან მოიხსნა.
აღნიშნული ფასიანი ქაღალდები კომპანიამ ბაზარზე 2019 წელს წელს გამოიტანა და მაშინ კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილ ტრანზაქციად შეფასდა. ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ იყო შეძენილი.
წლის დასაწყისიდან საფონდო ბირჟიდან „სილქნეტისა“ და „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციებიც მოიხნა.
ამ ეტაპზე საფონდო ბირჟაზე A და B სალისტინგო კატეგორიაში ობლიგაციების 20 ემისია რჩება. 4 საერთაშორისო ორგანიზაციის (აზიის განვითარების ბანკი, IFC, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი) ლარში გამოშვებული ფასიანი ქაღალდებია. 20-დან 12 ქართული კომპანიების ემისიებია.