ელექტრომობილების ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იზრდება ისეთი სპეციალიზებული მომსახურების საჭიროებაც, რომელიც შესაბამის ტექნიკურ ცოდნას, თანამედროვე აღჭურვილობასა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას მოითხოვს. ამ საჭიროების საპასუხოდ „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში, დ. აღმაშენებლის ხეივანი 129-ში, ელექტრომობილების სერვისცენტრი მოეწყო, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა ბრენდის ელექტრომობილების კომპლექსური დიაგნოსტიკის, მაღალი ძაბვის სისტემების შემოწმებისა და აღდგენითი სამუშაოების მომსახურების მიღება შეუძლიათ. მომსახურება ვრცელდება როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ავტომობილებზე. სივრცე თანამედროვე, სპეციალიზებული დანადგარებით არის აღჭურვილი, ხოლო მომსახურებას საერთაშორისო პარტნიორებთან გადამზადებული ტექნიკური სპეციალისტები უზრუნველყოფენ.
ნიკა მაღრაძე - „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალური ფილიალის დირექტორი






























