მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თეგეტა მოტორსისა“ და Bridgestone-ის შეთანხმება: Bandag-ის მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობა რუსთავში

„თეგეტა მოტორსსა“ და Bridgenstone-ს შორის ისტორიული ხელშეკრულება გაფორმდა. შედეგად კავკასიის რეგიონში პირველად Bandag-ის ქარხანას ქართული კომპანია ექსკლუზიურად ააშენებს, სადაც სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების საბურავებს უახლესი ტექნოლოგიით განაახლებენ. Bandag-ის ქარხანა ქალაქ რუსთავში აშენდება და ინვესტიციის მოცულობა 2 000 000 ამერიკული დოლარი იქნება. Bandag-ი Bridgestone-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ხელახალი გამოყენებისათვის, საერთაშორისო მასშტაბით, ყოველწლიურად მილიონობით საბურავს აწარმოებს. „თეგეტა მოტორსსა“და მსოფლიო ბრენდს შორის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოეწერა თბილისში, კომპანიის მულტიფუნქციურ სერვისცენტრში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები