სიახლეები აქვს თეგეტა მოტორსს, გეზის ფილიალში მომსახურების ახალი, უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა, რომელიც მომხმარებელს ერთ სივრცეში სრულ და სწრაფ სერვისს სთავაზობს. განახლებული კონცეფცია ერთი ფანჯრის პრინციპს ეფუძნება - მომხმარებელს პროცესის დასაწყისიდან დასრულებამდე სერვისის მრჩეველი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროის დანახარჯსა და აუმჯობესებს მომსახურების გამოცდილებას. „თეგეტა“ უკვე 30 წელია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნავს და მუდმივად ნერგავს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სერვისებს.
უფრო კონკრეტულად, როგორ ცვლის საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომსახურების გამოცდილებას და რა განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს სატვირთო ავტომობილების მფლობელებს?
სტუმარი: ვახტანგ ზივზივაძე - „თეგეტა მოტორსი“-ს გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი


































