მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თეგეტა” ქვეყანაში ელექტრომობილების 70 დასამუხტი სადგურის მოწყობის დასრულებას 2025 წლის ბოლომდე გეგმავს

ელექტრომობილები

“თეგეტა ჰოლდინგი” ქვეყნის მასშტაბით ელექტრო დამტენების ქსელის განვითარების მიზნით, 2025 წლის ბოლომდე 70 დასამუხტი სადგურის მოწყობას დაასრულებას - ასეთია კომპანიის გეგმა, რომლის შესრულებაც ADB-ის მხარდაჭერით 20 მლნ ლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების გამოშვებით გახდა შესაძლებელი.

“თეგეტა ჰოლდინგის” ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა ხინაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ მწვანე ობლიგაციების გამოშვებით, კომპანიამ ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტი და საქართველოს დასამუხტი სადგურების ქსელის 70 ახალი სადგურით გაფართოება დაგეგმა.

მწვანე ობლიგაციებში ინვესტირება დღემდე გრძელდება და 20 მლნ ლარის ემისიის ფარგლებში ინვესტიციას მხოლოდ მწვანე მიმართულებით ვახდენთ. უფრო კონკრეტულად ეს გამოიხატება სრულად ელექტრო - მსუბუქი ავტომობილებისა და მძიმე ტექნიკის ფლობის გამარტივებისთვის, ქვეყნის მასშტაბით ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურის ქსელის გაფართოებაში. ჰოლდინგის მიერ ჯამში 70 ელექტროდამტენი დამონტაჟდება და საქართველოში ნულოვანი ემისიის მქონე ტრანსპორტში ჩვენი ჰოლდინგის ინვესტიცია 100 მლნ ლარს შეადგენს.

აზიის განვითარების ბანკთან მწვანე ობლიგაციების ემისიის შემდეგ 1 წელი გავიდა და 400-მდე ელექტრომობილი ჩამოვიყვანეთ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდა. ეს ყველაფერი ქვეყანაში ემისიების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივა და წინ გადადგმული ნაბიჯია.

რაც შეეხება 70 დამტენს, მათი შესყიდვა დასრულებულია და მონტაჟი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში ეტაპობრივად ხორციელდება, რათა ელექტრომობილით გადაადგილება გამარტივდეს. პროცესი ეტაპობრივად არის დაგეგმილი და დამტენების მონტაჟი მომავალი წლის ბოლოს დასრულდება”, - განმარტა “თეგეტა ჰოლდინგის” ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები